LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორის რაიონში 72  მისამართზე  ასფალტის საფარი იგება

97

სამგორის რაიონში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  ასფალტის საფარი გამოიცვალა  როგორც მთავარ, ასევე შიდა გზებზე. დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი  ასფალტის საფარი  122 601  კვადრატული მეტრს შეადგენს. საერთო თანხი კი  5 223 726 ლარია.

 „სამგორის რაიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. 55 ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, 10  ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო 7 მისამართზე დაგეგმილია  გზების რეაბილიტაცია. ასევე, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები