LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი – შემთხვევა აშშ-ი

123
220627140402-08-amtrak-derailment-missouri-627-truck-exlarge-169

აშშ-ის მისურის შტატში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.

სამგზავრო მატარებელი ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში მიემართებოდა. კომპანია Amtrak-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა ქალაქ მენდონთან.

მატარებელში დაახლოებით 243 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები