LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხარაძე: ჰარცელს შეეძლო უკეთესად ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო

108
Untitled design (4)

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩს შეეძლო უკეთ ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.

სამხარაძემ ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის დღევანდელი შეფასების საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძე: ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

“სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო”, – განაცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის ელჩმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ “დადგა ის დრო, როდესაც დაუვიწყარი ოთხი წლის შემდეგ, საქართველო უნდა დავტოვოს”.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ჰარცელის საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

ვიდეო: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო გამოიყენებს – კარლ ჰარცელი საქართველოს ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g