LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება” – კალაძე პიროტექნიკის შესახებ

242
კახა-კალაძე-1

თბილისის მერი აცხადებს, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საკითხი უნდა დარეგულირდეს, რადგან პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, დაზიანების ბევრი შემთხვევა ფიქსირდება.

„ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი დაიწერა ამაზე და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით, პატარებში. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თემის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას:

„დაზიანება შეიძლება იყოს მექანიკური, დამწვრობის სახით და რაც მთავარია, იმ ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვით, რაც თან პიროტექნიკას ახლავს“ – ექიმი ტოქსიკოლოგის რჩევები მშობლებს პიროტექნიკის გამოყენებამდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g