LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ახალციხის საკრებულოს წევრი და მერის ყოფილი მოადგილე დააკავეს

76
dakaveba-2

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა და 4 პირი, მათ შორის ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე და საკრებულოს წევრი ამხილა. გამოძიების ინფორმაციით, 2015 წელს მოქალაქემ კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტი, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას.

სუს-ის განცხადებითვე, ამავე კომისიის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ შეისწავლეს კომისიაში წარდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა.

“აღნიშნული ქმედების შედეგად მოქალაქემ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი”.

მოქალაქის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მუხლით და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კომისიის ყოფილი წევრების მიმართ კი გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით მიმდინარეობს და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები