LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსუნგის სარეცხი მანქანა AI Ecobubble™ ტექნოლოგიით – ჭკვიანი რეცხვა, უნაკლო სისუფთავე

1063
fortuna.ge (14)

დღესდღეობით, საოჯახო ტექნიკა წარმოადგენს საცხოვრებელი ინტერიერის და ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილს. გარდა პირველადი ფუნქციონალისა, მას ასევე ჭკვიანი და ჩვენზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება ევალება, რომელიც გაგვიმარტივებს საყოფაცხოვრებო საქმიანობას. სწორედ ასეთია სამსუნგის უახლესი, AI Ecobbuble™ ტექნოლოგიით აღჭურვილი სარეცხი მანქანების სამოდელო რიგი, რომელიც მრავალ ფუნქციასა და თანამედროვე ტექნოლოგიას აერთიანებს.

მოდი, დავიწყოთ თავად Ecobubble™ ტექნოლოგიით, რომელსაც სამსუნგის ერთგული მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს. სპეციალურ ეკო-გენერატორში ხდება ჰაერის, წყლისა და სარეცხის საშუალების ერთმანეთში წინასწარ შერევა, წარმოიქმნება ინტენსიური ქაფი, რომელიც 40-ჯერ უფრო სწრაფად აღწევს ქსოვილის ბოჭკოებში, ამოჰყავს ყველაზე რთულად ამოსაყვანი ლაქებიც კი (მაკიაჟი, ბალახი, ღვინო და ა.შ.).  სწორედ Ecobubble™ ტექნოლოგიის წყალობით, ეს სარეცხი მანქანა არის ენერგოეფექტური – მოიხმარს ნაკლებ ელ. ენერგიას ვიდრე სხვა სტანდარტული სარეცხი მანქანები; ასევე, ნაზი ქაფის მიერ დამუშავებული დაბინძურებული კერები, არ აზიანებს დელიკატურ ქსოვილებსაც კი და უნარჩუნებს ფერს.

AI Control™ არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეცხვის სისტემა, რომელიც აანალიზებს რეცხვის ჩვევას, იმახსოვრებს ჩვენს მიერ ხშირად გამოყენებულ რეცხვის ციკლებს, არეგულირებს საჭირო პარამეტრებს და გვთავაზობს შესაბამის რეჟიმს. ციფრული ეკრანის საშუალებით, სარეცხი მანქანა გვაწვდის სასარგებლო და დეტალურ ინფორმაციას, შერჩეული რეცხვის რეჟიმის შესახებ. AI მართვის პანელით შესაძლებელია რეცხვის პერსონალიზირებული ციკლის დამატება, სახელწოდებით „ჩემი რეჟიმი“, რაც კიდევ უფრო მეტად ამარტივებს სარეცხი მანქანის გამოყენებას და ზოგავს დროს. AI Wash™ ტექნოლოგიით, კი შესაძლებელია წყლისა და სარეცხი საშუალების დაზოგვა, რადგან იგი წარმოადგენს ოპტიმალურ რეცხვას სენსორული ტექნოლოგიით. კერძოდ, ოთხი სხვადასხვა სენსორი, მათ შორის სარეცხი საშუალების, წონის, მღვრიე წყლისა და წყლის დონის სენსორები, აანალიზებს რეცხვის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში ამატებს სარეცხ საშუალებას, აკონტროლებს გავლების პროცესს და ა.შ., იმისათვის რომ მივიღოთ რეცხვის უნაკლო შედეგი.

ამ ყველაფერთან ერთად, სარეცხი მანქანის ვიწრო ფიზიკური ზომის მიუხედავად (600 x 850 x 490 მმ ან ნაკლები), შესაძლებელია ერთჯერადად 9კგ-მდე სარეცხის გარეცხვა, რაც მიიღწევა დოლურის შიდა ზომის გაზრდით. ერთდროულად დიდი რაოდენობის სარეცხის გარეცხვა დაგვეხმარება დროის და ენერგიის დაზოგვაში, ასევე მოსახერხებელია საბნებისა თუ ფარდების გასარეცხად.

სამსუნგის AI Ecobubble™ ტექნოლოგიით აღჭურვილი სარეცხი მანქანები ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში (ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი), თეთრსა და შავ ფერებში. მათი ფასი კი 2000₾-დან 3500₾-მდე მერყეობს.  16 სექტემბრამდე შეძენისას, კი საშუალება გექნებათ ჩაერთოთ აქციაში და საჩუქრად მიიღოთ 500₾-მდე ვაუჩერი.

 

 

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები