LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუშაო კვირის შემცირება ადამიანებს ენერგიულებს და ბედნიერებს ხდის

114
GettyImages-163442541

გასულ ზაფხულს „მაიკროსოფტის“ ოფისში, რომელიც იაპონიაში მდებარეობს, საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. ერთი თვის განმავლობაში ოფისი პარასკევობით იკეტებოდა და შესაბამისად, თანამშრომლები კვირაში 3 დღე ისვენებდნენ, ხელფასს კი იგივეს იღებდნენ, რასაც მანამდე.

მენეჯერებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ არც ერთი თათბირი არ უნდა გაგრძელებულიყო 30 წუთზე დიდხანს და სთხოვეს თანამშრომლებს, შეემცირებინათ დრო, რომელსაც ისინი ელექტრონულ ფოსტაზე მოსული შეტყობინებებისათვის პასუხის გაცემაში ხარჯავდნენ.

როგორც აღმოჩნდა, ექსპერიმენტმა გაამართლა და ძალიან კარგი შედეგები მოიტანა. წინანდელთან შედარებით საერთო ჯამში 40%-ით გაიზარდა თანამშრომლების პროდუქტიულობა, კომპანიის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კი 23%-ით შემცრიდა.

აღსანიშნავია, რომ „მაიკროსოფტის“ ექსპერიმენტი ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არ არის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების იმ კომპანიებმა, რომლებიც დათანხმდნენ შეემცირებინათ სამუშაო დრო და იგივე დაეტოვებინათ ანაზაურება, ასევე ნახეს სარგებელი.

მაგ: მას შემდეგ, რაც ახალზელანდიურ კომპანია Perpetual Guardian-ში მცირე დროის განმავლობაში სამუშაო დროის შემცირებამ ხელფასის შეუცვლელად 20%-ით გაზარდა თანამშრომლების პროდუქტიულობა, რაც ბუნებრივია, კომპანიის ფინანსებზეც აისახა, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ამიერიდან, სამუშაო კვირა მუდამ 4 დღიანი იქნება და ამას დროებითი ექსპერიმენტის სახე აღარ ექნება.

საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ , რომ სამუშაო დროის შემცირება ხელფასის შენარჩუნებით ზრდის დასაქმებულების მუშაობის  ეფექტურობას, ენერგიას  და ენთუზიაზმს. ამ დასკვნამდე მივიდნენ ერთ-ერთ გერმანულ კომპანიაშიც მას შემდეგ, რაც  სამუშაო საათების ხანგრძლივობა დღეში 8-დან 5-ნმდე შეამცირეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები