კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველთათვის რეგისტრაცია დღეს 20:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციის მსურველებმა რეგისტრაცია ჯერჯერობით ვერ შეძლეს. აღნიშნულ საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სანამ 50 პროცენტი არ აიცრება, ჩაკეტილები უნდა იყოთო. აცრაზე რეგისტრაციას ვცდილობთ და ამ უთავმოყვარეო ჩაფეხვილების გაკეთებული, არაფერი მუშაობს. საიტი გაასწორეთ თქვე ბედოვლათო მავნებლებო. თქვე უნიჭოებო.
პ.ს. როგორ უნდა იკადროთ ასეთი რამე ვერ ვხვდები, არ გაქვთ ამბიცია რომ ერთი რამე მაინც, ნორმალურად გააკეთოთ? თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნიათ?“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.