LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანამ სხვას მოუწოდებთ, თქვენ გადაბრძანდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში!

195
DATO

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის სქემას და თბილისის მერიის გაცხადებულ პოლიტიკას საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტად დაყენებასთან დაკავშირებით.

მესხიშვილი მოუწოდებს დედაქალაქის მთავრობას, რომ პირველ რიგში, სწორედ ისინი გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. 

რატომ ვერ გადავსხედით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და რა არის საჭირო ბიძგისთვის?

წესით, ქალაქის ტრანსპორტით დაფარვა და მარშრუტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს გამოიღებს.

ამით, მისი თქმით, 3400 სამსახურეობრივი და კერძო მანქანა გაჩერდება და საზოგადოებაც მაგალითს მიიღებს.

“ძვირფასო თბილისის მერიავ და საკრებულოვ, გააჩერეთ თქვენი 400-მდე სამსახურეობრივი და 3 000-მდე კერძო ავტომობილი და სანამ სხვას მოუწოდებთ, პირველ რიგში თქვენ გადაბრძანდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში!იეცით მაგალითი დედაქალაქელებს! შედეგად, დაიზოგება საბიუჯეტო ხარჯები, გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა და გამოსწორდება ეკოლოგიური მდგომარეობა!” – წერს დავით მესხიშვილი.

ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის ახალი სქემა პრაქტიკაში დაიტესტა, შედეგად საკმაოდ დიდი საცობები წარმოიქმნა. მთელი დღის განმავლობაში ფეისბუქ მომხმარებლები ფოტო და ვიდეომასალებს აქვეყნებენ იმის სადემონსტრაციოდ, რომ მერიის მიერ შემოღებულმა ახალმა სატრანსპორტო სქემამ გამზირის და მიმდებარე ქუჩების კოლაფსი გამოიწვია, ეს მაშინ როცა ზაფხულის გამო, ქალაქი ფაქტობრივად დაცლილია.

ჭავჭავაძის გამზირზე ნაკადები დათვლილი გვაქვს, სექტემბრის არ გვეშინია - ბითაძე

ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ადრე 20-25 წუთი, ახლა კი 8 წუთი სჭირდება.

შეგახსენებთ, მერიის მიზანია კერძო მანქანების შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია.

ნახეთ ამავე თემაზე:

განახლებული ჭავჭავაძის მოლოდინები: ვის მაგალითზე გადმოიღეს შუა გზაში სიარული და აქვს თუ არა თბილისს სატრანსპორტო პოლიტიკა

ავტობუსები შუა გზაზე ორ კვირაში ივლიან: რას ელიან ექსპერტები ჭავჭავაძეზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g