LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტს გაემიჯნება – „მნიშვნელოვანი სახელმწიფო საწარმოები არ იქნებიან ფონდის ნაწილი“

133
ipiccy_image

ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარტნიორო ფონდს პროფესიონალი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს და უახლოეს დღეებში დაამტკიცებს სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიას.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორი იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით. შინაარსის ნაწილში პოზიციები განსაზღვრულია. ფონდს ეყოლება პროფესიონალი სამეთვალყურეო საბჭო და საინვესტიციო საბჭო, შესაბამისად, ისინი განსაზღვრავენ პრიორიტეტებს. მნიშვნელოვანი სახელმწიფო საწარმოები არ იქნებიან ფონდის ნაწილი, იმიტომ რომ, ფონდის ახალი შინაარსიდან გამომდინარე ლოგიკური არც არის, რომ ისინი ფონდის მმართველობის ქვეშ იყვნენ. საქართველოს მთავრობა მუშაობს და უახლოეს დღეებში დაამტკიცებს სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიას.

იგივე რეფორმები უნდა განხორციელდეს სტრატეგიულ სახელმწიფო საწარმოებში. იმისთვის რომ მმართველობის პროცესი მეტად გამჭვირვალე იყოს, მათ მიმართ სახელმწიფოს სხვა გეგმები აქვს და შესაბამისად, გაიმიჯნება ფონდის პორტფელისგან. ფონდი იქნება საინვესტიციო, რომელიც ისეთ პროექტებს განახორციელებს, რომელიც მნიშვნელოვანია საინვესტიციო კუთხით და ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხითაც. ფონდი აბსოლუტურად უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაქსიმალურად უნდა გაემიჯნოს სახელმწიფო ბიუჯეტს და უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს შეთანხმება გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც. უახლოს მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ თუ როგორი იქნება ფონდი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები