LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე – ოქრუაშვილი

180
ოქრი

„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე” – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ოქრუაშვილის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ  პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა მათთან ურთიერთობა და ახლა ის ორი არჩევანის წინაშე დგას.

გარკვეული ხერხებით უნდა ეიძულებინათ რუსთავი 2-ის წილების დათმობა - ოქრუაშვილის ჩვენება

ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდი მედიას დავით დვალმა მიაწოდა.

„როგორც მოსალონდელი იყო და სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა 10-დღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი: გავასაჩივროთ ეს განჩინება თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იურისტებთან. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განცხადება წილების გასხვისებაზე, ყადაღის დადებაზე და ოთხშაბათს მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო კვლავ შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს, რადგან მან ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოში 2017 წელს შეტანილი განცხადების ზუსტად იდენტური განცხადება შეიტანა, რომელიც ხალვაშს დაუკმაყოფილეს და „რუსთავი 2“-ის წილებს ყადაღა დაადეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები