LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ამერიკულ კომპანია HBO -სთან ითანამშრომლებს, Universal Pictures კი გვაქებს

128
film making

საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების American Film Market გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი.

ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში, ჩაინიშნა შეხვედრა Motion Pictures Association – თან, რომელიც აერთიანებს ისეთ წამყვან, ამერიკულ კომპანიებს, როგორებიცაა: Walt Disney Studios Motion Pictures, Netflix Studios, LLC, Paramount Pictures Corporation, Sony Pictures Entertainment Inc., Universal City Studios LLC, Warner Bros. Entertainment Inc.

შეხვედრაზე საუბარი იყო კონკრეტულ გამოცდილებებზე და შედეგებზე, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში, კერძოდ ფილმის Fast&Furious 9 გადაღებებზე განხორციელდა და უკვე განხორციელებულ პროექტზე, ისეთი მსხვილი კომპანიისგან, როგორიცაა: Universal Pictures დადებითი რეკომენდაციები გაიცა. ამასთანავე, ქართულმა და ამერიკულმა მხარემ სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს ამერიკულ კომპანიაში HBO, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დეტალები იქნა განხილული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები