LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში არის მეორე ადგილზე, დავწინაურდით კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსშიც – ღარიბაშვილი

91
garibashvili-mtavroba3-1

გლობალური მშვიდობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოში არის მეორე ადგილზე, ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზე დასახელდა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი მაჩვენებელი „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგია.

„მინდა ვთქვა, რომ ესეც ძალიან სერიოზული აღიარებაა. ამ შემთხვევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და ჩვენი ქვეყნის მეორე ადგილზე დასახელება მართლაც არის აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე 10 წელია ატარებს ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა, საუბედუროდ, უკანასკნელ ოცეულში იყო. ანუ, უხეშად რომ თქვათ, 163 ქვეყანაში დაახლოებით 143-ე ადგილზე. აი ამხელა პროგრესი გვაქვს სწორედ ბატონ ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული გუნდის – „ქართული ოცნების“ სწორი პოლიტიკის შედეგად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა კიდევ ერთ ინდექსზე ისაუბრა. „საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული ინდექსით, საქართველო ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს უსწრებს. „მმართველობის კეთილსინდისიერების ინდექსები გამოქვეყნდა, რომელიც შემუშავებულია მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის შეიძლება ითქვას ნომერი პირველი ანალიტიკური ცენტრის გამოკვლევით. საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. და მეორე, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსი, რის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა“, – დასძინა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები