LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ გაცილებით მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატის სახელმწიფო“ – ირაკლი ჩიქოვანი

143
ირაკლი-ჩიქოვანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, „საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ გაცილებით მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატის სახელმწიფო“.

როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, „საქართველომ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან იყო გაცემული და სწორედ ეს აძლევს მმართველ გუნდს ოპტიმიზმის საფუძველს“.

„ჩვენ პრაქტიკულად შევასრულეთ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემული იყო ევროკომისიის მხრიდან. სწორედ ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ეს არის ობიექტური რეალობა რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ. ასევე ვხედავთ, რომ ძალიან პოზიტიური შეფასებებია ევროკომისიის მხრიდან. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით არიან ძალები და ამ ძალების მეგობრები და სატელიტები ქვეყნის გარეთაც, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ რომ ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგონ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები