LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ევროპა მე-14-ზე დაასრულა

84

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-14 ადგილზე დაასრულა. იოვან პოპოვიჩის გუნდი მე-13 ადგილისთვის შეხვედრაში სლოვაკეთს დაუპირისპირდა და 9:10 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი სლოვაკეთთან მატჩს მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე უპირატესობა დათმო და გამარჯვება მეტოქეს დაუთმო. საქართველოს ნაკრებიდან 2-2 გოლი ბექა ქავთარაძემ და მარკო ელაჩამ გაიტანეს, თითო გოლის გატანა კი ხუთმა წყალბურთელმა – მარკო ელეზმა, ანდრია ბითაძემ, მიხეილ ბაღათურიამ, ზურაბ რურუამ და კოტე გეგელაშვილმა შეძლო.

ევროპის ჩემპიონატი 23 იანვარს დასრულდება. დარჩენილია ორი მატჩი – მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრეთი საბერძნეთს ეთამაშება, ჩემპიონის ვინაობას კი სერბეთის და მონტენეგროს ნაკრებები გაარკვევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები