LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 2.85 მილიარდი ლარია – საპენსიო სააგენტო

174
საპენსიო ფონდი

2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2.85 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 418 მლნ ლარია.

საპენსიო სქემაში სულ 1 მლნ 173 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. საპენსიო სააგენტოს ნოემბრის ანგარიშის თანახმად, ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.7% იყო, წმინდა ამონაგები კი – 40%.

საინვესტიციო ანგარიშის თანახმად, აქტივების 81.2% ლარშია განთავსებული, ხოლო 18.8% – უცხოურ ვალუტაში. დღეის მდგომარეობით, აქტივების გეოგრაფიული ალოკაცია ასეთია: 82.4% ადგილობრივი აქტივებია, 17.6% კი – უცხოური.

საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:

  • სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები – 64.6%;
  • საქართველოს სახაზინო ობლიგაციები – 14.1%;
  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები – 8.7%;
  • გლობალურ აქციები – 8.1%;
  • მიმდინარე ანგარიშები – 3.5%;
  • ევროობლიგაციები – 0.9%;
  • ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები – 0.1%.

ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, აქტივების 88.3% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 8.1% ცვლადზე, 3.6% კი გლობალური აქციებია.

რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების ნახევარზე მეტი, 57%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 62.1%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები