LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს უყვარხარ. მამაშენი გმირია!“ – არჩილ თალაკვაძე 5 თვის უკრაინელ პატრისიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

828
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოინახულა და დამდეგი აღდგომა მიულოცა. როგორც თალაკვაძე აცხადებს, „სანამ უკრაინაში ომი გრძელდება საქართველო უკრაინელებისთვის მეორე სახლია“.

„გავეცანით იმ საკითხებსა და პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ამ რთულ მომენტში საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ომის დასრულებამდე უკრაინულმა ოჯახებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში. სანამ უკრაინაში ომი გრძელდება საქართველო უკრაინელებისთვის არის მეორე სახლი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში უკრაინის მოქალაქეებთან შეხვედრის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. არჩილ თალაკვაძეს ხელში 5 თვის უსაყვარლესი პატრისია უჭირავს.

„5 თვის პატრისია უკრაინიდან. საქართველოს უყვარხარ.
მამაშენი გმირია!

5 months old Patricia from
Georgia loves you. Your dad is a hero!“,- წერს არჩილ თალაკვაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g