LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 2 903 548 აცრა ჩატარდა – 2055 შემთხვევაში არასასურველი მოვლენა აღირიცხა

174
ვაქცინაცია

პირველი ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარებული იყო 2 903 548 აცრა, საიდანაც 2055 შემთხვევაში იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა (იშგამი) აღირიცხა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2 055 შემთხვევიდან სერიოზულად მიჩნეული იქნა 212 შემთხვევა, საიდანაც 181 პაციენტს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა.

ზემოთ მოყვანილი შემთხვევებიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 202 შემთხვევა მიზეზშედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 125 იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (აქედან 72 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან,

  • 53 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია),
  • 49 შემთხვევა კლასიფიცირდა როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან,
  • ხოლო 26 შემთხვევა – როგორც გაურკვეველი.

ამასთან, ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, 1 შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ვინაიდან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა, ახალი იშგამ-ების რაოდენობამ შესაბამისად იკლო.

2022 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით, COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა: NCDC

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g