LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 6 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა – საიუბილეო ღონისძიება დღეს გაიმართება

89

რესტორან ,,ფუნიკულიორში“ დღეს 19.30 საათზე, ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოში მე-6 000 000 ტურისტის ჩამოსვლას და მისთვის სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებებს ეხება.

ვიდეორგოლის ჩვენებასთან ერთად დაგეგმილია ახალი ინტერნეტპორტალის,  www.hostme.ge-ს პრეზენტაციაც,  სადაც  ონლაინ-რეჟიმში ტურისტებისთვის ღირსშესანიშნაობებისა თუ ადგილობრივი კერძების შერჩევა ხმის მიცემის მექანიზმის გამოყენებით მოხდება.

პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრება.