LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დეფიციტია, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი – კალოიანი

90
kal'oiani

„ევროპული საქართველოს“ მდივანი ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ  საქართველოში ანტიგენბაზირებული ტესტების დიდი დეფიციტია  და შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას.

როგორც კალოიანი განმარტავს, „ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში“ ტესტების დეფიციტი შეიძლება დრამატული აღმოჩნდეს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოში საკმაოდ დიდი დეფიციტია ანტიგენბაზირებული ტესტების, სულ 25 ათასი გვაქვს დარჩენილი. ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სწრაფი შესყიდვის წესით მის შემოტანას, რაც საკმაოდ სახიფათოა ამ გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით.

25 ათასი არის სულ რამდენიმე დღის საჭირო დოზა. ცალსახად მსგავსი დეფიციტების შექმნა ძალიან სახიფათოა. ის მიუთითებს პროცესის ძალიან ცუდ დაგეგმვაზე. მაშინ, როდესაც აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ველოდებით რაოდენობის ზრდას, ამ ფონზე, ტესტების დეფიციტი ძალიან დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული.

ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში, როდესაც ვერ მოვახერხებთ ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენას. ის კვლევა, რომელიც შიდსის და ინფექციურ სნეულებათა ცენტრმა გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი მოსახლეობის მესამედი არ არის იდენტიფიცირებული, ზუსტად მსგავსი არასწორი დაგეგმვის შედეგია“. –  აცხადებს კალოიანი და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს.

თბილისის ზრდასრული მოსახლეობის მესამედს COVID-19 გადატანილი აქვს: ცერცვაძე

მისი თქმით, ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანიის პირობებში, ტესტების დეფიციტი შეიძლება დრამატული აღმოჩნდეს.

კალოიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ანტიგენტესტებთან დაკავშირებული პრობლემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g