LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბავშვებისთვის ფერადი და სასარგებლო ხინკლების წარმოება დაიწყეს

145
სსს

ბაზარზე ბავშვებისთვის ფერადი ხინკლები გამოჩნდა. პროდუქციას „ხინკილა“-ს ბრენდის ქვეშ კომპანია „აგროჰაბი“ აწარმოებს.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ფერადი ხინკლები ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ის მზადდება ხბოს ხორცით და არ შეიცავს წიწაკას. რაც შეეხება ცომის შეფერილობას, ჭარხლისა და ისპანახის ნატურალური წვენებისგან მიიღება და სხვადასხვა კონსერვანტსა და საღებავს არ შეიცავს.

აღსანიშნავია, რომ „ხინკილა“ ჰიპერმარკეტ „აგროჰაბის“ სამივე ფილიალში უკვე ხელმისაწვდომია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები