„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პოლონეთი უკრაინის საზღვართან იმყოფება, საზოგადოებას სთავაზობს, უკრაინელ დევნილებს დაეხმარონ.
ელენე ხოშტარია ბიზნესმენებსა და მოქალაქეებს ფონდის გაკეთებას სთავაზობს, რომლის საშუალებითაც დაეხმარებიან რუსული აგრესიით დაზარალებულებს.
„გთავაზობთ, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც რუსული აგრესიის გამო უკრაინაში საცხოვრებლის დატოვება უწევთ.
• პოლონეთი – უკრაინის საზღვარზე გატარებული მეორე დღის დაკვირვებით, მინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა.
• უკრაინიდან მომავალ ლტოლვილებს, როგორც ქართველებს, ასევე უკრაინელებს, სჭირდებათ ლოგისტიკური დახმარება საქართველოში ჩამოსასვლელად.
• პოლონეთის საზღვარზე მათთვის უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებები, რის შემდეგაც ნაწილდებიან სხვადასხვა ქვეყანაში.
არის საქართველოში ჩამოსვლის მრავალი მსურველი.• საქართველოს ხელისუფლება უმოქმედოა. ის არ ახორციელებს არცერთ პროგრამას, რომლის მეშვეობითაც უკრაინიდან უკანონოდ დევნილ მოსახლეობას, მათ შორის ქართველებს, რომელთა მიზანია საქართველომდე ჩამოღწევა, გაუწევს საინფორმაციო, ლოგისტიკურ, ორგანიზაციულ, ფინანსურ დახმარებას.
• აღნიშნულის განხორციელებას სჭირდება სპეციალური ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ადამიანების საზღვრიდან აეროპორტამდე ტრანსპორტირებას, სამგზავრო ბილეთს, მათ საქართველოში განთავსებას.
? გთავაზობთ ბიზნესებს, საქართველოს მოქალაქეებს, გავაკეთოთ ფონდი და დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც რუსული აგრესიის გამო უკრაინაში საცხოვრებლის დატოვება უწევს“. – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.