LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ერთ მოსახლეზე სიმდიდრე წელს 603 დოლარით გაიზრდება

1404
tbilisi-georgia-9th-april-2021-people-holding-georgian-flag-in-street-in-peaceful-protest-free-photo

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისა და გლობალური რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ფონდმა (IMF) 2022 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.4%-დან 3.6%-მდე შეამცირა.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 3.2%-ით გაიზრდება, რის შედეგადაც მიმდინარე ფასებში მშპ-ს ზომა $20.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს. IMF-ის თანახმად, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე კიდევ 603 დოლარით გაიზრდება და ის 5,618 დოლარი გახდება. ამის მიუხედავად, ქვეყანა ერთ მოსახლეზე სიმდიდრით მაინც მსოფლიოს პირველი ასეულის მიღმაა და 191 ქვეყანას შორის 105-ე ადგილზეა.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო მარტო სომხეთს უსწრებს, სადაც 2022 წელს მშპ ერთ მოსახლეზე $4,741 დოლარი იქნება, ქვეყანა კი 114-ე ადგილზეა. $7,165 დოლარი ერთ მოსახლეზე, 91-ე ადგილი – ეს აზერბაიჯანის შედეგებია; თურქეთი – $8,081 დოლარი, 87-ე ადგილი; რუსეთი – $12,575 დოლარი, 69-ე ადგილი; უკრაინა – IMF პროგნოზს ვერ აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები