LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება – NCDC

pirvade

გრიპის გავრცელების მასშტაბები მცირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსის 249 შემთხვევა ფიქსირდება.

„წინა კვირაში ეს მაჩვენებელი 251-ს შეადგენდა. ამ სეზონზე, ქვეყანაში გრიპის გავრცელების პიკი გასული წლის ბოლო კვირაში დაფიქსირდა – 100 ათას მოსახლეზე 276 შემთხვევა. მიმდინარე წლის იანვრის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში კი, ეს მაჩვენებელი იკლებს,“ – აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიმდინარე სეზონზე H1N1-ის ვირუსით ქვეყანაში 19 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები