საქართველოში “კოვიდ 19”-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რაოდენობამ 593-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223 ადამიანი, გარდაცვლილია 9.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 4830 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, კვლავ სამია.