LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა სასუნთქი აპარატები შეიძინეს და სომხეთში გააგზავნეს

277
102757517-1731009407041661-3615112561894506578-n

საქართველოში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ნაწილმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 27 აპარატი შეიძინა და სომხეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულების დასახმარებლად გააგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო ავრცელებს. აქვე ვრცელდება ტვირთის ტრანსპორტირების ამსახველი ფოტოებიც.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში გასაგზავნად ხელოვნური სუნთქვის 10 აპარატი Aliq Media-ს დირექტორის პაველ ოგანეზოვის ინიციატივით შეიძინეს. ამაში მას დახმარება კი საზღვარგარეთ მცხოვრებმა მეგობარმა გაუწია. მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად მიმდინარეობს ასევე რესურსების მობილიზების კამპანია ლოზუნგით: „ერთი ნიღაბი, ერთი სიცოცხლე“. შეგროვილი თანხით იგეგმება ნიღბების შეძენა, მისი სომხეთში გაგზავნა და მოქალაქეებისთვის დარიგება.

პანდემიასთან ბრძოლაში სომხეთს დახმარება საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად შესთავაზა. მომზადდა შესაბამისი პეტიციაც მთავრობის სახელზე. საჭიროების შემთხვევაში სომხეთის ჯანდაცვის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიც.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში covid-19-ით ინფიცირებულების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 350-ით გაიზარდა და მთლიანობაში 13 675 შეადგინა. გარდაცვლილია 217 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები