LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მუზეუმ-ნაკრძალების მომსახურების ტარიფები გაიზარდა

137
68b62085e41e8f225811766f8d5eb2bb-XL

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები შეიცვალა.

ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულება მოზრდილი ასაკის მოქალაქეებისთვის 15 ლარით განისაზღვრა. 10 ლარის ოდენობით დადგინდა ბილეთის ფასი უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის, გრემის მუზეუმის, ხერთვისის ციხისა და ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებისთვის. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში (გეგუთის ციხე-დარბაზი), დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალსა – (ბაგინეთი) და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში მოზრდილი ასაკის მოქალაქეებისთვის ბილეთის ღირებულება 5 ლარი გახდა.

შეიცვალა სხვა მომსახურების ტარიფებიც: ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში ქართულენოვანი საექსკურსიო მომსახურება (გიდი) 25 ლარი გახდა, უცხოენოვანი მომსახურება კი 45 ლარი. ორივე მუზეუმ-ნაკრძალში აუდიო საექსკურსიო მომსახურება 15 ლარით განისაზღვრა. დადგინდა აღნიშნული მუზეუმ-ნაკრძალების ვიზიტორთა ცენტრებში არსებული მულტიმედიური სივრცით სარგებლობის ღირებულებები. ვარძიის შემთხვევაში ის 15 ლარი, ხოლო უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში კი 5 ლარი იქნება.

ქართული რეალობისთვის უჩვეულო ლაჟვარდისფერი სოფელი, კოპწია სახლებით (ფოტოები)

სოფელი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურების ინტერესს მუდმივად იწვევს

1 ლარით განისაზღვრა სამუზეუმო მომსახურების ტარიფები საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის.

სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მატარებელი საქართველოს მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს.

მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოემსახურება და მათი შემეცნებითი და გასართობი ელემენტებით აღჭურვისკენ იქნება მიმართული. ამავდროულად, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს.

ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები