LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 40 000-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა

90
bavshvebi 22

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში, 1 043 მოქალაქე დაინფიცირდა, ხოლო ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის  373 728 შემთხვევა.

კორონავირუსი განაგრძობს მუტაციას და ახალი შტამების წარმოქმნას. სპეციალისტთა მოსაზრებით, ამ დროისთვის, მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხეს  „დელტა“, ე.წ ინდური  შტამი უქმნის.

„ფორტუნა“ დაინტერესდა – პანდემიის პერიოდში, როგორია ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი სტატისტიკა გამოითხოვა.

NCDC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 18 წლამდე ასაკის დაინფიცირებული 40 819 ბავშვი აღირიცხა – დაინფიცირებულ ბავშვებს შორის  21 002 ბიჭი და  19 817 გოგოა. 

“ფორტუნას” შეკითხვაზე დაფიქსირებულა თუ არა კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი ბავშვებს შორის და როგორია სტატისტიკა – უწყებისგან ამის შესახებ პასუხი ვერ მივიღეთ.

 

 

 

 

პოპულალურები