LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 595 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

160
ხელფასები

2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5%-ით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 330.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7%-ით);
  • მშენებლობა – 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 229.1 ლარი (გაიზარდა 11.3%-ით).

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარი იყო, ხოლო კაცების – 1 904.8 ლარი. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 159.2 ლარი (14.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 292.7 ლარი (18.2%).

საქსტატის თანახმად, წინა კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 258.7 ლარით (17.8%) გაიზარდა და 1714.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 434.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 54.6%-ით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 732.2 ლარი, გაიზარდა 16.9%-ით) დარგებში ფიქსირდება.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და აჭარის რეგიონი ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები