LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 213.3 ლარით გაიზარდა

60
ხელფასი

საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 213.3 ლარით გაიზარდა და 1 541.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მე-2 კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 240.6 ლარით, ხოლო კაცების – 1 828.4 ლარით განისაზღვრა.

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.“– აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

magti 5g