LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – როგორია ქვეყნების სამეული მე-3 კვარტალში

63
ლარსი რუსები

2022 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა – 443.6 ათასი, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა სომხეთი 15.3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 13.7%-იანი წილით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (533.2 ათასი), სომხეთის (326.0 ათასი) და თურქეთის (281.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.

მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე სულ დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.