LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარეალიზაციოდ გამოგვაქვს სასტუმროები, წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენს ქვეყანაში – ღარიბაშვილი

272
ipiccy_image (1)

წყალტუბოს გენგეგმა დასრულებულია, ჩვენ ეს დოკუმენტი უკვე დავამტკიცეთ, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს კარგად გააზრებული ხედვა, როგორი უნდა იყოს მომავლის, ხვალინდელი დღის წყალტუბო.

„ჩვენ მაისში უკვე ვაცხადებთ ტენდერს დასრულებული გენგეგმის ფარგლებში, სარეალიზაციოდ გამოგვაქვს სასტუმროები და გვაქვს დიდი მოლოდინი, დიდი ინტერესი არსებობს, რომ ძალიან ბევრი ინვესტორი მიიღებს მონაწილეობას. წყალტუბო უნდა გახდეს ერთ-ერთი სამაგალითო ადგილი ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები