LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები შემოჰქონდათ

74
ჯ

მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ფ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 293.69 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33744 ლარი შეადგინა. როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები