LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში მებაჟეებმა სატვირთოში დამალული 5 ადამიანი იპოვეს – ისინი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ

218
Capture

სარფის სასაზღვრო – გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ხუთი ადამიანი აღმოაჩინეს.

ყველა მათგანი თურქეთის მოქალაქეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მათ მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რის გამოც ქვეყნიდან გაქცევას და საქართველოში მალულად გადმოსვლას ცდილობდნენ.

დაკავებულები ხოფას პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციაშია გადაყვანილი სატვირთო ავტომობილის მძღოლიც.