LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში, სხეულზე მოწყობილი სამალავებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

116
ფ (19)

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ჩართულობით, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ს.ი. აღნიშნული მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოჩენილი იქნა, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული 1796 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი (“SUBOXONE”). საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები