LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფში “სუბოქსინის” უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

121
სუბოქსინი

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (SUBOXONE) – 31 აბი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები