LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს“ – შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

139
შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება და „ყველა ევროპარლამენტარს რჩევით მიმართავს – ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს“.

კალიურანდი: დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ, ეს არის კრემლის პროპაგანდა – არცერთ მეგობარს არასდროს ნდომებია თქვენი სისხლიან ომში ჩათრევა

„ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას“ – კალაძე კალიურანდის განცხადებაზე

მისი განმარტებით, ბოლო სამ რეზოლუციაში „ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაცია და პროპაგანდა იყო“.

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარებს მოუწოდებს დაფიქრდნენ და გამოასწორონ ქართველი ხალხის წინაშე დაშვებული შეცდომები, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააზიანა“.

„ეს არის ის მთავარი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ევროპულ პარლამენტში ვაწყდებით – ზუსტად ზედაპირულობა.

ჩვენ ვნახეთ ციტატებით მანიპულირება, დეზინფორმაციის გავრცელება, ფაქტების დამახინჯება, რაც ევროპარლამენტის ბოლო სამ რეზოლუციაში იყო ასახული.

რაც ჩვენ მოვისმინეთ, აქ პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა ზოგიერთ განცხადებაში, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება. რაც შეეხება სარკეში ჩახედვას, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი – სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის ქალბატონმა კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ ის პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყო ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ, არის დრო, რომ გამოასწორონ საკუთარი შეცდომები ქართველი ხალხის წინაშე, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომელმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g