LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტიკი მკვლელობა ოზურგეთში – ტრაგედიის ახალ დეტალებზე “ფორტუნასთან” ადგილობრივები საუბრობენ

163
შსსსს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანებში, კერძოდ კი, ჯაფარეულის დასახლებაში სასტიკი მკვლელობა მოხდა. მოკლული 54 წლის მამაკაცია, რომელიც ადგილობრივების თქმით, საკუთარმა შვილმა, მრავალჯერადი დაზიანებებით მოკლა.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა, სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ.

“ფორტუნა” შეეცადა მომხდარის შესახებ მეტი დეტალები მოეძიებინა.

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი სასტიკადაა ნაწამები, მას მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით – დანით აქვს მიყენებული.

“როგორც ჩვენ გავიგეთ, გარდა იმისა, რომ მამაკაცი ნაცემია, თავის არეში მძიმე დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული, გადაჭრილი აქვს ვენები და მუცელში დანითაა დაჭრილი”. – განუცხადეს “ფორტუნას” სოფლის მაცხოვრებლებმა.

მათივე თქმით,  54 წლის მამაკაცი, რამდენიმე თვის წინ, სოფელში შვილთან ერთად საკუთარი ძმის ოჯახში სტუმრად ჩავიდა, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობს და გადაადგილების პრობლემა აქვს.

როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ძმა და ძმისშვილი მასთან სტუმრად მზრუნველობის მიზნით იყვნენ ჩასულები. ამბობენ, რომ ოჯახს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და რაიმე დაპირისპირებას მანამდე ადგილი არ ჰქონია.

“მამა-შვილი ბიძას ხშირად სტუმრობდნენ, რადგან ის თავს შეუძლოდ გრძნობს და მზრუნველობა სჭირდება. ძალიან კარგი ხალხია, არასდროს გვსმენია, რომ რაიმე კონფლიქტი მოსვლოდათ”.- გვითხრეს ჯაფარეულის მკვიდრებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g