LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირება იქნება: კახიანი

104
გიორგი კახიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს დაგეგმილ აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას სახელმწიფო არ დაუშვებს.

როგორც კახიანი აღნიშნავს, თუ ოპოზიციამ იცის, რომ ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ, არის კანონდარღვევა და ამაზე მაინც წავლენ, ეს არის პროვოკაცია:

“ოპოზიციას აქვს უფლება, ნებისმიერი საპროტესტო აქცია გამართოს, თუ ის სხვა კანონდარღვევებს არ გამოიწვევს და საზოგადოებისთვის პრობლემებს არ შექმნის.

აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის შეჩერებას და ქალაქის პარალიზებას, ბუნებრივია, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს და შესაბამისი რეაგირება იქნება. გზის გადაკეტვა იქნება არაკანონიერი და ამას შესაბამისი რეაგირება ექნება, ანუ, სახელმწიფო ქალაქის მაცხოვრებლების ინტერესებს დაიცავს.

თუ ოპოზიციამ იცის, რომ ის ქმედებები, რასაც განახორციელებენ, არის კანონდარღვევა და ამაზე მაინც წავლენ, ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა პროვოკაციას. ეს იქნება პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს, დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც ქვეყანას არ სჭირდება, პირიქით, საზოგადოების ინტერესია განვითარება.” – აცხადებს კახიანი.

შეგახსენებთ, გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აქციებით საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე გადაიკეტება.

დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აქციის დროს მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება, ამის მიზანი კი თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევაა.

სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს შეახსენებს, რომ შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ, განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის, აღნიშნული წესების დარღვევა კი გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g