LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საუბარი არ არის იმაზე, რომ პარლამენტი გავაუქმოთ და სახლში წავიდეთ“- დიმიტრი ხუნდაძე

123
ხუნდაძ

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, არც არის საუბარი იმაზე, რომ  პარლამენტი გავაუქმოთ და პარლამენტარები სახლში წავიდნენ.

ხუნდაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტისთვის საკანონმდებლო მოღვაწეობის გაგრძელება უფრო რთულია, აქედან გამომდინარე, უმჯობესია, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გააგრძელოს იმ რეგულაციებით მუშაობა, რომლის განხორციელების უფლებასაც მას პარლამენტი მიანიჭებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავ ღონისძიებებზე დიმიტრი ხუნდაძე განმარტებებს აკეთებს

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რა შეზღუდვის დაწესების უფლება დარჩება მთავრობას, პარლამენტის თანხმობის გარეშე?

„სწორედ ამას გთავაზობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე იმუშაოს მთავრობამ თავისი რეგულაციებით, რის უფლებასაც ჩვენ მივცემთ ან არ მივცემთ, არ ვიცი, აქ უნდა გადავწყვიტოთ და პარლამენტმა გააგრძელოს თავისი საკანონმდებლო მუშაობა, თუ იქნება საჭირო, დავსხდეთ, დავწეროთ და მივიღოთ კანონი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელეს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები