LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკუნის ბებრუხანამ მარათონზე ირბინა (ფოტო)

98

101 წლის ინდოელმა მორბენალმა 100 მეტრიანი დისტანცია დაფარა. „BBC“-ის ინფორმაციით, მსოფლიო მარათონი ქალაქ ოკლენდში გაიმართა და პენსიონერმა სპორტსმენმა მან კაურმა 100 მეტრი სულ რაღაც 1 წუთსა და 14 წამში გაირბინა. აღსანიშნავია, რომ თავის ასაკობრივ კატეგორიაში ქალბატონი ერთადერთი მონაწილე იყო და დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა. თუმცა, შეჯიბრის დაწყებამდე სამედიცინო შემოწმების გავლა მაინც მოუხდა. კაურის განცხადებით, სპორტით ის 93 წლის ასაკში დაინტერესდა და ვარჯიში თავის ვაჟთან – გურდევთან ერთად დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით გურდევმა ვარჯიშს თავი დაანება, კაურმა კი აქტიური მოღვაწეობა განაგრძო და მას შემდეგ მონაწილეობა მრავალ შეჯიბრშიც მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები