LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყოველთაო ნათლობა სამებაში – ილია მეორე კიდევ 500-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახდა

615
1511418021-sayoveltao-natloba

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დასრულებულია. პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 521 ბავშვი გახდა. სამებაში ილია მეორე მივიდა და ნათლულები დალოცა.

„ყველას გილოცავთ ქრისტეშობას და ახალ წელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს მოინათლა მრავალი ბავშვი. ეს მადლი სულისა წმინდისა გადმოვიდა მათზე. ბედნიერი და დალოცვილი იყავით, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

საყოველთაო ნათლობა პატრიარქმა 2007 წელს დააწესა. წელს ის 62-ედ გაიმართა. სულ ილია მეორეს 40 388 ნათლული ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები