LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მეწყრის დეფორმაციის სიჩქარეზე ხვალ პირველად შედეგებს დადებს

256
თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს. როგორც გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესების შესახებ მათი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს ხვალ დადებს.

გარდა ამისა, როგორც თეა გოდოლაძემ თქვა,  მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე დინამიკაში მოსულ მეწყერს თან მოჰყვება ქვათა ცვენა.

“ხვალისთვის ჩვენი სამსახური მონიტორინგის პირველად შედეგებს დადებს, თუ რა დავინახეთ, რა მდგომარეობაშია, დეფორმაციის სიჩქარე როგორია, ეს შეიძლება არ იყოს ზუსტი, მაგრამ მიახლოებულ შეფასებას დავდებთ. მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი ხედვის შესახებ. ეს არის მოძრაობაში მოსული მეწყერი, ცხადია, ამას არ უნდა კვლევა, ჩვეულებრივი მოქალაქეც ხვდება რომ დინამიკაში მოსული მეწყერია, აუცილებლად იქნება ქვათა ცვენა და ასე შემდეგ.

ყველა ეს ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს, რაც ხდება, აუცილებელია მონიტორინგი, რომ დავინახოთ საით მოძრაობს ის, რა არის მნიშვნელოვანი პარამეტრი, რომელიც უნდა კონტროლირდებოდეს. ვადები გადამწყვეტია, ნალექების შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, დაჩქარდეს. მოძრაობაში და დინამიკაში მოყვანილი მეწყრის წინ ტექნიკა არ უნდა მუშაობდეს, ნებისმიერი ვიბრაცია პრობლემაა”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.

magti 5g