LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელებრითების საშობაო ტრადიციები – გაიგეთ, როგორ ხვდებიან შობას ცნობილი ამერიკელები

125
rizi

შობა-ახალი წელი ის დროა, როცა ყველაფერს ულამაზესი დეკორაციებით ვრთავთ, საშობაო მუსიკას ვუსმენთ, კარგი განწყობის შემქმნელ ფილმებს ვუყურებთ, ცხელ შოკოლადს ვსვამთ და გემრიელ საშობაო ნამცხვრებს ვაცხობთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ცნობილ ჰოლივუდელებს ოჯახური ტრადიციები ხიბლავთ.

ტელეწამყვანი ჯიმი ფელონი ამბობს, რომ მას გაყინული ცხელი შოკოლადი უყვარს. კომიკოსის თქმით,  ეს ტრადიცია ფილმიდან „ინტუიცია“ აიღო და რეალურ ცხოვრებაში დანერგა. „სწორედ ეს არის ჩემი ოჯახის ტრადიცია“, – ამბობს ჯიმი ფელონი.

შობა ობამებთან

ობამების ოჯახს ასეთი საშობაო ტრადიცია აქვს – ერთმანეთს საჩუქრებს პერფორმანსით ჩუქნიან. ეს შეიძლება იყოს, ცეკვა, სიმღერა ან პოემის წაკითხვა. ესეც კარგი საშობაო ტრადიციაა.

მსახიობ რიზ უიზერსპუნს კი სიმღერა და მხიარულება უყვარს. ამიტომ ის ყოველ წელს საშობაო ფართის მასპინძელია. მასთან მისულ სტუმრებს შეუძლებელია, საშობაო განწყობა არ გადაედოთ.

მსახიობი ჰიუ ჯეკმენი კი თავის მეუღლესთან ერთად ყველა იმ ადამიანს მასპინძლობს, ვინც მარტოა. მათი სახლის კარი ღიაა ყველა იმ ნაცნობისთვის, ვისაც არ უნდა შობას მარტო შეხვდეს.

მსახიობი სტივ ქარელი დონატების დიდ ყუთს აიღებს და მანქანით საშობაო განათებების სანახავად ქალაქში გადის. “არის ვინმე, ვისაც საშობაო განათებები არ უყვარს” – ამბობს მსახიობი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები