LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრიდან, კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე მგზავრობა კომფორტული გახდება

128
297944955_418781746946733_7289746648767846878_n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წაღვერის თემში მდებარეობს. ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით.

მათი ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა. მოხდება გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა. ასევე, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობა და შემოფარგვლა.

„განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე კომფორტულ მგზავრობას. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები