LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვი: დასავლეთი რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდა

209
სერგეი ლავროვი

„დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდნენ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოიხატება კერძო ქონების კონფისკაციასა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმაში.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში უკვე მზადდება დადგენილება სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ, რომელიც შეზღუდავს რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების შესვლას.

აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას: სერგეი ლავროვი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g