LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლაზარევს, რუსული არმიის მხარდასაჭერ კონცერტში მონაწილეობაზე უარის გამო, სიმღერა საერთოდ აუკრძალეს

427
lazarevi

რუსი მომღერალი სერგეი ლაზარევი კარიერას 39 წლის ასაკში ასრულებს. მომღერალი იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან მას რუსეთის ყველა წამყვან ღონისძიებაზე გამოსვლა აუკრძალეს. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ლაზარევმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ მან უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო კონცერტში, რომელიც რუსული არმიის მხარდასაჭერად იმართებოდა.

თავად ლაზარევი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სიტუაცია გამოუვალია. ,,ყველა წამყვანი ლეიბლი გავიდა ქვეყნიდან, არ ვიცი, რომელ სტადიონსა თუ დარბაზში მომცემენ სიმღერის უფლებას, ამიტომ დასასრულის დროა. ხვალ რა იქნება, არ ვიცი“ – წერს ლაზარევი.

რუსული არმიის კრიტიკის გამო სერგეი ლაზარევი პროპაგანდისტული კონცერტიდან მოხსნეს და ნიკოლაი ბასკოვით ჩაანაცვლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები