LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი შოიგუ: მობილიზაციის ფარგლებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული

36
yytyt

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ ნაწილობრივი მობილიზაციის გეგმები ორ მესამედზე მეტით შეასრულა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული.

„შეიარაღებულ ძალებში 200 000-ზე მეტი ადამიანია გაწვეული. ჩამოყალიბებული ქვედანაყოფების პერსონალის მომზადება 80 პოლიგონზე და ექვს სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს“, – აღნიშნა შოიგუმ.

ამასთან, შოიგუ აღნიშნავს, რომ გამოძახებული პირები სპეცოპერაციის რაიონებში, მხოლოდ საბრძოლო კოორდინაციის შემდეგ გაიგზავნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები