LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად – ელენე ხოშტარია კონსულტაციებს იწყებს

144
ელენე ხოშტარია

მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას არა მხოლოდ მთავრობების, არამედ მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს.

ხოშტარიას თქმით, დღეიდან პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან კონსულტაციები დაიწყება და გამოხატვის ფორმებზე იმსჯელებენ.

ელენე ხოშტარია თარიღსაც ასახელებს და წერს, რომ ვლადიმირ პუტინისთვის პასუხის გასაცემად შაბათს, 3 საათი მოინიშნონ:

“ვფიქრობ, პუტინის გუშინდელ გამოსვლას, გარდა მთავრობების პასუხისა, მოქალაქეების პასუხიც უნდა მოყვეს. დარწმუნებული ვარ, ბევრს აქვს სურვილი დავაფიქსიროთ, რომ იმპერიული ისტორია, რომელიც გადაგვიწერა გუშინ პუტინმა, ჩვენთვის ბოროტებაა და სამომავლოდ ამის მიღებას არავინ აპირებს.

უნდა გამოვჩნდეთ ქვეყანა და მისი მოქალაქეები, რომლებმაც 1991-დან მოყოლებული და 2008 წლის გავლით, ყველაზე კარგად ვიცით, რა არის ოკუპაცია.

დღეს დავიწყებ კონსულტაციებს ყველა პარტიასთან და საზოგადოებრივ ჯგუფთან და ვფიქრობ, ჯაჭვი უნდა გავაკეთოთ. ფორმებზე კიდევ ვიფიქრებთ და ყველაფერს შეგატყობინებთ ოპოზიციური სპექტრი ერთად.

შაბათს მოინიშნეთ 3 საათი პუტინისთვის პასუხის გასაცემად”, – წერს ელენე ხოშტარია “ფეისბუქში”.

პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა

ლენინი უკრაინის ავტორი და არქიტექტორია – ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს: ვლადიმერ პუტინი

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g