LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი „ტიკ-ტოკერი“ გახდა: „ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია…“

277
შალვა-ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი რამდენიმე დღის წინ „ტიკ-ტოკზე“ დარეგისტრირდა და უკვე 53000-ზე მეტი მიმდევარი მოაგროვა.

პოლიტიკოსი ამ პლატფორმაზე ძალიან გააქტიურდა და სხვადასხვა ვიდეოს გვთავაზობს.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა „ტიკ-ტოკერობა“, ასე პასუხობს:

„მეგობრებო, ძალიან დიდი აჟიოტაჟი გახდა, თუ რატომ გავხდი „ტიკ-ტოკერი“. მინდოდა, ვყოფილიყავი თქვენთან ახლოს და საერთოდაც, ჩემი ცხოვრების მიზანი, რომელსაც შევწირე შეგნებული არსებობის წლები, იყო მცდელობა, თქვენთან მოსასვლელი გზები მეძებნა. ასეთ მზამზარეულ პლატფორმას ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი. წარმატებებს გისურვებთ!“

როგორც შევიტყვეთ, პოლიტიკოსს მსუქანი კატა ჰყავს და მისი დიეტისთვის რეცეპტები გამომწერებს სთხოვა. ერთ-ერთი გამომწერი კი უწერს: „კატას ვერ სვამ დიეტაზე? გუგავა მოვა!..“

შალვა ნათელაშვილმა, როგორც ჩანს, გამომწერები ძალიან სწრაფად შეაგროვა და პირველ 46 000 ადამიანს ვიდეოში მადლობა გადაუხადა.

„სალამი ბიჭებს, ტუფლები გვიჭერს…“ – ასე მიესალმა შემდეგ ვიდეოში შალვა ნათელაშვილი გამომწერებს და მათ კითხვებს უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები